среда, 24 декабря 2008 г.

ხარფუხი (სეიდაბადი)

თეიმურაზ ბაგრატიონი თბილისის აღწერისას ამბობს, რომ ტფილისი უწინარეს ვახტანგ გორგასლანისა იყო მცირეს სოფლებად დაყოფილი: ე.ი. - ... სოფელი აბანოების ხევს გაღმა ყოფილა, სეიდაბადის ბაღები რომ არის იქ, ტფილს წყლებს ახლო. და იმ სოფელს ტფილისი რქმევია. და იქაც მცირედნი ქართველები მდგარან". ვახუშტი და თეიმურაზ ბაგრატიონები ძველი თბილისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - ტფილისის მეორე გვიან გაჩენილ, სახელად სეიდაბადს ასახელებენ.


XII საუკუნიდან საქართველო და მისი დედაქალაქი განიცდიდნენ დამანგრეველ შემოსევებს, რის გამო ქალაქის ტერიტორია შემცირდა. ამიტომ შეთხელებულა ქალაქის ძველი შემადგენელი უბანი - "ტფილისი" ანდა გაუკაცრიელებულა და XVII საუკუნიდან იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული.
მის ტერიტორიაზე შაჰ-აბას I -ის მემკვიდრეს შაჰ-სეფის ჩაუსახლებია მაჰმადიანთა ტომი სეიდები. ამიტომ უბანმა თავისი სახელი დაკარგა და სეიდაბადის უბანი "სეიდაბადი" დაერქვა.
XIX საუკუნეში ხარფუხ-სეიდაბადს, როგორც სოფელს დიდხანს აღარ უარსებია.

მასალა მოიძია: ნიკა ნამგალაძემ

სიტყვა ხარფუხის წარმომავლობა: სეიდაბადის გვიანი სახელია ხარფუხი.
ეს სიტყვა სომხურია და ადგილმა სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს . თბილისელ ქრისტიანულ მცხოვრებლებს სურდოშეყრილი და ყივანახველიანი ბავშვები მიჰყავდათ იმ ქვასთან. შეაწირად მიჰქონდათ ქსოვილისგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული. ხურჯინში შაქრის ნატეხები ელაგა. ამ გასამრჯელოთი ცდილობდნენ წმინდა ხატის გულის მოგებას.

გ. ჩილინდრიშვილი

1 комментарий:

  1. სამწუხაროა, რომ ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში, სადაც ხარფუხის ეტიმოლოგიაა აღწერილი ვინმე ვაი–ისტორიკოს თ.ბერიძის მიერ (ბებია სომეხი ჰყოლია) აქაც იგივე გადმოგიტანიათ! გთხოვთ ჩაიხედოთ სულხან–საბას ლექსიკონში და იოლად იპოვით რომ ხარფუხა–მძიმე ხველას ნიშნავს ქართულად!!!!!! სულხან–საბას დაწვრილებით და საგულდაგულოდ აქვს აღწერილი თავის ლექსიკონში ყოველი სიტყვის წარმომავლობა! და კიდევ, საინტერესოა რა ხატი ესვენა იმ წარმართულ ქვასთან? იქ "ნატვრის ხეც" იდგა რომელსაც სხვადასხვა ფერად ნაჭრებს აბამდნენ... პატივისცემით ლია ბერუაშვილი.
    p.s. სეიდაბადის წარმომავლობაზე მეორე ვერსიაც გახლავთ და ჩვენს უბანში თითქმის ყველა მუსლიმმა იცის, კერძოდ, სეიდაბადი ნიშნავს "2 კაცი მიწამ ჩაყლაპა, გაჰქრა" რომელიც უკავშირდება ამბავს, რომ გრიშაშვილის ქუჩის შუა ნაწილში (სადღაც აღმართი რომ თავდება და მერე სწორად გრძელდება) 2 სპარსელი მიდიოდა და მიწა გადაიხსნა და შემდგომ ვერაფრით იპოვნეს ეს მიწაში ჩაკარგულები... ისე შარდენის რუქას (ნახატებით და დაწვრილებით აღწერილი) დახედოთ ეგებ, თორემ არქიტექტორი ბათიაშვილი ერთხელ თავის სატელევიზიო გამოსვლაში გულდაგულ ამტკიცებდა სიონი რუსების აშენებულიაო, არა და შარდენის სიონი დღევანდელის ზუსტი ასლია! სად იბადება ამდენი მოშურნე ჩემი სიყვარულით სავსე ქვეყნისა?!

    ОтветитьУдалить